მარჯვენა VS მარცხენა

მემარჯვენე იქნები თუ მემარცხენე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს. ბავშვი როცა იბადება, დაბადებიდანვე ფორმირდება მემარჯვენედ ან მემარცხენედ, ამის გარკვევა შეგვიძლია იმის მიხედვით, თუ რომელ ხელს იყენებს ხშირად (მაკალითად მიაქვს პირთან ან სხვა...), მშობელმა არ უნდა მოახდინოს მასზე ზეწოლა და არ უნდა დააძალოს მას გამოიყენოს მარჯვენა ხელი, ნაცვლად მარცხენისა, რადგან ეს უშუალოდ დაკავშირებულია ტვინთან და მასზე მსგავსი ზეწოლა დიდი სტრესის მომტანი იქნება. თავად წარმოიდგინეთ აგიკრძალონ წეროთ იმ ხელით, რომლითაც წერთ. ასე რომ დასკვნის სახით მინდა ვთქვა, მემარჯვენეებისთვის მოწყობილ მსოფლიოში მემარცხენეებს არსებობა მართლაც რომ უჭირთ, ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ მათ განვითარებას, მათ წინ სვლას, რადგან ყველანი თანასწორები ვართ.