მოგეხსენებათ ცაციებს, როგორც ნიჭიერ ადამიანებს აღიქვამენ, ეს ალბათ იმიტომ, რომ ცაციები არიან მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 5 - 15%, ხოლო ცნობილ ადამიანთა შორის კი უმრავლესობა ცაციაა. მემარცხენეები იყვნენ: ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, რონალდ რეიგანი, პელე, კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი მარცხენა ხელით ამღერებდა გიტარას (ამოტრიალებული უკრავდა გიტარაზე) და ამავე ხელით ქმნიდა უმშვენიერეს ჯოკონდას ლეონარდო დავინჩიც. დღესაც მრავლად არიან ცაციები, ესენია ბარაკ ობამა, ბილ გეიცი, ბრუს ვილისი, ქართველი ბიძინა ივანიშვილიც კი.
ალბათ ყველას შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რატომ გამოირჩევიან ცაციები ნიჭიერებით?
ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა ნაწილს, ხოლო ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარჯვენა ნაწილს. როგორც აღვნიშნეთ მარცხენა ხელ-ფეხს აკონტროლებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, ამავე ნაწილზეა დამოკიდებული წარმოსახვის უნარი, გრძნობები საგანთა ფართო ხედვა, წარმოდგენები, სურათები და სიმბოლოების აღქმა, მრწამსი, ფილოსოფია და რელიგია, ფასეულობები, ფანტაზია, მასზეა დამოკიდებული იცოდეს რისთვის არის საჭირო ესა თუ ის საგანი.