ნივთები


შეიძება ითქვას, რომ მსოფლიო მოწყობილია მემარჯვენეთათვის, ამიტომ ცაციებს უჭირთ სხვადასხვა ნივთების გამოყენება, მაგალითად გიტარა.
ცნობილი ფაქტია, რომ ჯიმი ჰენდრიქსი, ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი მემარცხენე იყო, რა თქმა უნდა გიტარის გადაწყობა შეიძლება, მაგრამ არა ყველა მათგანის, მაგალითად ელექტრო გიტარას ვერ გადააწყობ, ამიტომ ის ამოტრიალებული იჭერდა გიტარას და მაინც ახერხებდა დაკვრას მასზე.

ასევე ცაციებს განსაკუთრებით უჭირთ ე.წ. მაუსის გამოყენება. მართალია გამოუშვეს მაუსები, რომლებიც სპეციალურად მემარცხენეებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მათი პოვნა ძალზედ რთულია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ისინი მარცხენა ხელით იყენებენ იმ მაუსს, რომელსაც ყველა ფუნქცია მემარჯვენეებისთვის აქვს განკუთვნილი.


მემარცხენეებისთვის ასევე ძალიან რთული გამოსაყენებელია ვიდეოკამერა, რომელსაც ყველა ფუნქცია მოთავსებული აქვს მარჯვნივ.






გამოჩენილ გოლფის მოთამაშეთა შორის 40% მემარცხენეა. გოლფის ჯოხიც ასევე მემარჯვენეებისთვისაა მოწყობილი, ასე რომ ძალიან უჭირთ ცაციებს მისი გამოყენება და სპეციალური დაკვეთაა საჭირო, რათა შეიძინო გოლფის ჯოხი ცაციებისთვის, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.







 სხვა თუ არაფერი, ცაციებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ისეთი ელემენტარული ნივთის გამოყენება, როგორიცაა მაკრატელი და ეს არა იმიტომ რომ ისინი უგერგილოები არიან, არამედ იმიტომ, რომ მაკრატელიც მემარჯვენეებისთვის გამოდის და მარცხენა ხელით მისი გამოყენება ძალიან რთულია. ალბათ ყველა მკითხველს მოეპოვება სახლში მაკრატელი, თქვენ თავადვე შეგიძლიათ სცადოთ მარცხენა ხელით, თუნდაც ქაღალდის გაჭრდა და დაინახავთ, რომ ამ უკანასკნელის გამოყენება ცაციებითსთვის მართლაც რომ სირთულე იქნება.


. . .ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ ნივთებისა, რომლის გამოყენებაც ცაციებისთვის სირთულეს წარმოადგენს.