ცაციები სხვადასხვა დროსა და სივრცეში

ცაციები ძველ რომში
მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ტრადიცია ძველ რომში ჩაისახა. ეს იყო კეთილი ნების, კეთილი განზრახვის ჟესტი. ადამიანი ამრიგად აჩვენებდა, რომ უიარაღო იყო. ცაციას კი მარჯვენა ხელის ჩამორთმევისას მარცხენა ხელში იარაღი შეიძლებოდა ჰქონოდა ჩამალული. ამის გამო ცაციებს არავინ ენდობოდა.

ცაციები ძველ საბერძნეთში
ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ცაცია ღმერთებს ენათესავებოდა. ბერძნების რწმენით, როცა ღმერთები ადამიანის სახეს იღებდნენ ჩვეულებრივი მოკვდავებისგან ცაცია ხელით განსხვავდებოდნენ. ასე სჯეროდათ ინდუსებსაც. ცაციებისადმი ძველი ბერძნების და ინდუსების კეთილგანწყობა იშვიათი გამონაკლისი იყო.

უგერგილოები
ცაციების მუშაობის და იარაღების მარცხენა ხელით მოხმარების შემყურე გერმანელები ცაციებს უგერგილოებს ეძახდნენ. სწორედ ასე ითარგმნება გერმანულიდან სიტყვა ცაცია. მრავალ სხვა ენაზეც სიტყვები ცაცია და უგერგილო სინონიმებია. თუმცა სიტყვების თამაშს ცაციებისთვის ზიანი არ მოუტანია. ცაციები უბრალოდ არ უყვარდათ, უკიდურეს შემთხვევაში მათთან ურთიერთობას გაურბოდნენ. შავი დღეები ცაციებს შუა საუკნეების ინკვიზიციის მართალ ხელში დაუდგათ. ცაცია ხელი კოცონზე დაწვია განაჩენი იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ცაციები ზედმეტად განსხვავდებოდნენ ყველასგან, ზედმეტად დიდი იყო ამ განსხვებულობის გამო მათი დასჯის სურვილი. ინკვიზიცია თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ეშმაკი ცაცია იყო, ცაციები კი მისი მოციქულები. ევროპაში აგიზგიზებულმა ინკვიზიციის კოცონმა ცაციების რაოდენობა 5 პროცენტამდე დაიყვანა. თუმცა ასეთმა უმოწყალო გადარჩევამ ცაციები კი არ დაასუსტა, პირიქით მათი შესაძლებლობები და ნიჭი გააძლიერა. გენიალურ ადამიანებს შორის ყოველი მეხუთე ცაციაა.

ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში ცაციობა არასდროს იკრძალებოდა, სწორედ ამიტომ ამერიკაზე მოდის ყველაზე მეტი ცაცია, სწორედ ამერიკის გამოჩენილი ხალხი (მსახიობები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მეცნიერები) არის ცაცია.