Friday, April 6, 2012

ცაცია

ცაცია არის ადამიანი, რომელიც თავისი საქმის აბსოლუტურ უმრავლესობას აკეთებს მარცხენა ხელით. ცაციობის შეფასების მთავარი ინდიკატორი არ არის წერა, შესაძლოა ადამიანი მარცხენა ხელით წერდეს, მაგრამ მეორეთი აკეთებდეს სხვა დანარჩენს საქმეს, ამ შემთხვევაში ის მემარჯვენედ ჩაითვლება.
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ცაციები განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან, ჩემი მიზანია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოვიტანო დასკვნები და დავაზუსტო ან ვუარყო ის შეხედულება, რაც ზევით აღვნიშნე.

Friday, March 30, 2012

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მემარჯვენეებისთვის "მოწყობილ" სამყაროში მემარცხენეებს ხელი შეუწყოს დაიმკვიდრონ თავი. გავაცნოთ საზოგადოებას, რომ ეს არ არის დაავადება.

ის, თუ რა თვისებებით გამოირჩევიან ცაციები და რატომ არის ზოგიერთი ჩვენგანი მემარჯვენე და ზოგიც მემარცხენე, ყოველივე ამასთან დაკავშირებით ვისაბრებ ჩემს ბლოგში.